1,5კგ. ბადრიჯანი;
3ც. დიდი სტაფილო;
3ც. დიდი წით. ბულგ. წიწაკა;
3ც.დიდი მწ. ბულგ.წიწაკა;
2ც. დიდი თავი ხახვი;
3 კბილი ნიორი;
200გრ. ნიგოზი;
მარილი, ყვ. ყვავილი, ხმელი ქინძი,უცხო სუნელი, წითელი წიწაკა,ძმარი.
ბადრიჯანი დავჭერი ჩხირებად, დავაყარე მარილი, გავაჩერე 1სთ.
როცა მწარე წყალი გამოუვიდა, გავავლე გამდინარე წყალში და დავყარე საწურზე.
დანარჩენი ბოსტნეულიც დავჭერი გრძელ ჩხირებათ და სათითაოდ მოვშუშე ზეთში.
დავფქვი ნიგოზი, დავამატე ზემოთ აღნიშნული სუნელები, ძმარი, ნიორი, მარილი და შემდეგ ამ ნიგვზიან მასას გადავურიე მოთუშული და გაციებული ბოსტნეული, რომელიც მანამდე საწურზე მეწყო, რომ ზეთისგან დაწრეტილიყო