ქათმის ფახიტასი – მედეას გემრიელი ბლოგი

Папки: Курица
600 გ. ქათმის ფილე
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
1 ც. მწვანე ბულგარული წიწაკა
1 ც. ხახვი
1 კბილი ნიორი
1/4 კონა ქინძი
2 ს.კ. ზეთი
1,5 ჩ.კ. წითელი წიწაკა
1 ჩ.კ. ორეგანო
1 ჩ.კ. მარილი
ნახევარი ლიმონის წვენი
ქათმის ფილე გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაჭერით 1 სმ. სისქისა და 5-6 სმ. სიგრძის ნაჭრებად. მოათავსეთ ჯამში.
ქათმის ფილეს მოაყარეთ 1/2 ჩ.კ. წითელი წიწაკა, ორეგანო, 1/2 ჩ.კ. მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი და წვრილად დაჭრილი ნიორი, კარგად ამოურიეთ, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 20-30 წუთით.
ამასობაში ხახვი ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკები კი ჟულიენებად დაჭერით.
ტაფაზე დაასხით 1 ს.კ. ზეთი და კარგად გაცხელეთ, მასში მოთუშეთ ხახვი, ბულგარული წიწაკები, 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა და 1/2 ჩ.კ. მარილი, დაახლოებით 4 წუთში, (ოდნავ უნდა დარბილდეს) გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელში.
ტაფას დაამატეთ 1 ს.კ. ზეთი და დამარინადებული ქათმის ფილე შეწვით, როცა არცერთი მხარე ვარდისფერი არ იქნება, დაუმატეთ მოთუშული ხახვი და ბულგარული, მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი, კარგად ამოურიეთ და 1 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.