Папки: Грибы
Перейти по ссылке: https://gemrielia.ge/recipe/3040-sokos-CaSuSuli/
Previewსოკოს ოსტრი ❤
კარგად გარეცხილ ხის სოკოს (1.5 კგ) დავჭრით საშუალო ზომის ნაჭრეებად და მოვათავსებთ ღრმა ტაფაში, ასევე დავჭრით 2 თავ ხახვს და დავაყრით სოკოს, დავაფარებთ თავსახურს და საშუალო ცეცხზე დავტოვებთ მანამ სანამ წყალი არ ამოშრება . შემდეგ დავუმატებთ ზეთს თუ გნებავთ ცოტა კარაქსაც , სოკო ოქროსფერს რომ მიიღებს დავასხამთ ტომატს 250 მლ (თუ არ გაქვთ ტომატი მაშინ ტომატპასტა 2 ს.კ და ცოტა წყალი) და კვლავ გავაგრძელებთ მოთუშვას ტომატთან ერთად 5 წთ . შემდეგ კი შევკმაზავთ სანელებლებით: ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მეგრული მშრალი აჯიკა, მშრალი წითელი ბულგარული წიწაკა, ნიორი 2 კბილი, ახალი ქინძი და ოხრახუში. გავაჩერებთ 1-2 წუთს კიდევ ცეცხლზე და მზადაა. გემრიელად მიირთვით.